კომპონენტები

ბოლო განახლება: ივნ 11, 2021

იდეა

ყველაფერი იწყება იდეიდან, იდეის შექმნით, დიდი სრუვილებითა და ამბიციებით ვიღებთ წარმოდგენელ შედეგებს ადამიანები რომლებსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით. ყველა წარმატებული ადამიანის საწყისი სწორედ იდეიდან მოდის.

ბიზნესი (კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციები)

კომერციული ორგანიზაცია - ეს არის ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენ მოგების მიღება. ძირითად ასპექტში კომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ მენეჯმენტის ობიექტს.

არაკომერციული ორგანიზაცია - (მაგალითად, სახელმწიფო), ეს არის ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი არ წარმოადგენს მოგების მიღებას. მას მიეკუთვნება: საზოგადოებრივი, რელიგიური, საქველმოქმედო ორგანიზაციები და მეცნიერების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის განვითარებისა და დახმარების ფონდები, ასოციაციები და კავშირები. არაკომერციულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ ბიზნესს მხოლოდ მათი საწესდებო მიზნების შესულების ფარგლებში.

ინტერნეტი

ინტერნეტი წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ სახეობას (კლასს), კერძოდ, ინფორმაციის გაცლის გლობალურ ქსელს. ინტერნეტი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ქსელს, ხშირად წოდებულს „მსოფლიო ქსელი“ ან „ქსელთა ქსელი“. ინტერნეტი ინფორმაციის გაცვლისათვის იყენებს TCP/IP პროტოკოლების ნაკერბებს და შესაბამისად აერთიანებს IP-კავშირებით დაკომპლექტებულ ნაციონალურ, ტერიტორიულ და კორპორაციულ ქსელებს, მაგისტრალებსა და სერვისებს.

ინტერნეტი ეს არის საშუალება სხვადასხვა ინფორმაციის მიმოცვლის, კომუნიკაციის დამყარებისა და სხვა მრავალი შესაძლებლობების მქონე სახეობა.

ვებგვერდი

ვებგვერდი წარმოადგენს ინტერნეტის ძირითად დამხმარე კომპონენტს, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი იღებს ამა თუ იმ სახის ინფორმაციას ვებგვერდის საშუალებით. ვებგვერდი შედგება დომენური ზონის მხარდაჭერით (Domain/დომენი ან IP მისამართის ხარჯზეც შესაძლებელია).
ვებგვერდი არის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალება ინტერნეტში საიდანაც ხორციელდება სხვადასხვა სახის საკომუნიკაცო ტექნოლოგიური კავშირის დამყარება.

ვებგვერდს შექმნა შეუძლიათ როგორც კომერციული ისე არაკომერციულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს პირადი გამოყენებისათვის.

ვებგვერდის შესაქმნელად საჭიროა ვებ ტექნოლოგიების შესწავლა და მათ ხარჯზე შესაბამისი უნარჩვევების დახმარებით (შესაბამისი ვებ პროგრამული ენების მხარდაჭერით) მომხმარებლისათვის გამოსახულების სახით მიწოდება.

ვებგვერდის არსებობა 21 საუკუნეში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ნებისმიერი მცირე თუ საშუალო ბიზნეს საქმიანობებისათვის ან კერძო პირებისთვის.

ვებგვერდი შედგება ინფორმაციისგან (კონტენტი), ფოტო, ვიდეო, აუდიო, ფონტები, იკონები, ვიზუალური ეფექტები, ანიმაციები, ინფორგრაფიკები და სხვა წვრილმანი ელემენტებისაგან.

ვებგვერდის შექმნისათვის გამოყენება სხვადასხვა პროგრამული ენები, პროგრამული ენების მნიშვნელობა ვებგვერდის შექმნისათვის დამოკიდებულია ვებგვერდის შესაძლებლობებიდან, მოთხოვნილებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

ინფორმაცია

ვებგვერდის მთავარ თემას ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაცია წარმოადგენს, ინფორმაცია, ეს არის ის აუცილებელი კომპონენტი საინფორმაციო, კომერციული, არაკომერციული ორგანიზაცია თუ კერძო პირისათვის რომლის ხარჯზეც ხდება უკონტაქტო ვირტუალური კომუნიკაციის დამყარება ვებგვერდზე შემოსული მომხმარებელთან.

შინაარს აქვს საკმაოდო დიდი ძალა თუ სწორად მიწოდებული და დალაგებული არ იქნება ვებგვერდი ინფორმაციულად ის მომხმარებლებში (მოხმარებელი ან ტრაფიკი) გამოიწვევს გაურკვევლობას და დაკარგავს ვებგვერდის მიმართ ინტერესს.

კონტენტი

ვებგვერდის კონტენტი ეს არის სწორად შერჩეული სიტყვების ნაკრები, ვიზუალურ მხარესთან შერწყმით, მედია ფაილებთან ერთად რომლის საბოლოო მიზანი წარმოადგენს შეთავაზების გაკეთებას (გაყიდვას).

კონტენტის შექმნა ერთ-ერთი რთული და სენსიტიური თემაა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი, სიტყვები, შინაარსი, სლოგანი, მიზნები, იდეა და უამრავი დეტალი რისი შეტანაც კონტენტში არის შესაძლებელი, მაგრამ გასათვალისწინებელია თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

დიზაინი

პირველი თვალის ეფექტი, როდესაც მომხმარებელი შედის ვებგვერდზე. პირველი შთაბეჭდილება და ასოციაციები ვებგვერდის დიზაინიდან გამომდინარე. დიზაინი ყველაფერია, ინტერნეტი და კერძოდ ვებგვერდების შექმნის ტექნოლოგიები გვაძლევენ შესაძლებლობას დიზაინის თვალსაზრისით ჩვენს იდეებს, ოცნებებს და ფიქრებს ფრთები შევასხათ და სწორად მივაწოდოთ ჩვენი ფიქრები მომხმარებელს ვებგვერდის, დიზაინის საშუალებით.
რათქმაუნდა კარგი დიზაინი კონტენტის გარეშე არაფერია.

ფოტო/ვიდეო/აუდიო ფაილი

გარდა ინფორმაციის შეტანისა ვებგვერდზე და განთავსებისა ჩვენ შეგვიძლია შევიტანო სხვადასხვა ზომის ფოტოსურათები, შევქმნათ ფოტო-გალერიები, ვიდეორგოლები ან აუდიო ფაილები, სხვადასხვა ეფექტებით, მოდიფიკაციებითა და ფუნქციონალით, ამის საშუალებას ასევე გვაძლევს ვებ ტექნოლოგიები.

კომუნიკაციის ფორმები

კომუნიკაციის ფორმები ყველასათვის განსხვავებულია, დღე-დღეობით ყველასათვის ნაცნობი კომუნიკაციის ფორმა ტელეფონია, მაგრამ ამასთანავე პოპულარულია ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, მიმწოერის აპლიკაციები, SMS შეტყობინებები და სხვ. ვებგვერდის კონტექსტში საუბრის შემთხვევაში, მაღლა ჩამოთვლილი კომუნიკაციის ფორმები ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდზე შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი საკონტაქტი ინფორმაციები, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი და სხვ. ამასგარდა ვებგვერდები საშუალებას გვაძლევენ საიტზე განვახორციელოთ საკონტაქტო ფორმის მანიპულაცია, რითიც ვებგვერდზე გასვლის გარეშე მომხმარებელს შეუძლია გამოგიგზავნოთ შეტყობინება „საკონტაქტო ფორმის“ გამოყენებით ან „ონლაინ დახმარების“ საშუალებით.

მეტი ინფორმაცია მალე განთავსდება