ხშირად დასმული კითხვები

ბოლო განახლება: ივნ 8, 2021

ძირითადი კითხვები

მე არ მაქვს ვებ გვერდი. რა მჭირდება დასაწყებად?

თუ ვებ გვერდი არ გაქვთ, პირველი რაც დაგჭირდებათ ეს არის ვებ გვერდის სახელი (დომენი) (დომენი - ვებ გვერდის მისამართი „domeni.ge ან saitissaxeli.ge”, დომენი იგივეა რაც საიტის მისამართი/საიტის სახელწოდება). დომენის სახელი ასევე ცნობილია როგორ URL (ბმული, ვებ მისამართი, საიტის მისამართი). ყველაზე გავრცელებული დომენური ზონა კი არის .com (კომერციული ორგანიზაციებისთვის). ასევე საქართველოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული დომენური ზონა არის .ge
იხილეთ ხშირად მოხმარებადი დომენური ზონები:
ქართული:
.ge
.com.ge
.org.ge
.pvt.ge
საერთაშორისო:
.com
.org
.net
დომენური ზონები ქვეყნების მიხედვით:
.ge - საქართველო
.uk - უკრაინა
.ru - რუსეთი
თემატური დომენური ზონები:
.shop
.website
.space
ჩვენი დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის სწორი დომენის სახელის შერჩევაში ან შეგვიძლია დაგეხმაროთ პროცესში. დომენის სახელი ჩვეულებრივ საშუალო 10-40 დოლარი ღირს წელიწადში. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთო დომენის სახელი შეიძლება ბევრად ძვირი დაჯდეს. რამდენიმე სანდო დომენის პროვაიდერი:
https://nic.ge/ka/registrars - ქართული რეგისტრატორები იხილეთ აქ.
sav.com - უცხოური დომენური ზონების შესაძენად იხილეთ ეს საიტი.

მე მაქვს დომენური ზონა შეძენილი. რა მჭირდება იმისათვის რომ განვათავსო ვებ გვერდი?

გილოცავთ! თქვენ უკვე შეიძინეთ დომენის სახელი! ახლა, შემდეგი ნაბიჯი არის ჰოსტინგის შეძენა. ჰოსტინგი არის თქვენი საიტის შინაარსის (ფაილების) მასპინძელი. ეგრედწოდებული ვირტუალური მყარი დისკი სადაც ანთავსებთ თქვენი ვებ გვერდის ინფორმაციას, დიზაინის, ქმნით კონტენტს, ტვირთავთ ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალებს ამ ყველაფრის განსათავსებლად და შემდეგ ამ ინფორმაციის მომხმარებლამდე მიწოდებისათვის საჭიროა რომ გქონდეთ ჰოსტინგი. ჰოსტინის უამრავი პროვაიდერი არსებობს დღეს-დღეობით თავისი უპირატესობებით. ჰოსტინგის პროვაიდერები ზრუნავენ უამრავ ტექნიკურ დეტალიზაციაზე რათა თქვენი ვებ გვერდის ინფორმაცია 24/7 მიეწოდებოდეს მომხმარებლებს, ამიტომ როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას რომელ პროვაიდერთან იურთიერთოთ, თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ იზრუნოთ თქვენი კონტენტის განვითარებისთვის. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი გთავაზობთ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენების დახმარებით ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისიხის მომსახურება თქვენი ვებ-გვერდებისთვის, როგორც მომსახურება ასევე სანდოობა, უსაფრთხოება და გარანტირებული დაცულობა, მაგრამ თუ თქვენ დაინტერესდებით სხვა პროვაიდერებით გთავაზობთ რამდენიმე პროვაიდერს:
ქართული:
Magticom.ge
Fastcloud.ge
უცხოური:
Fastcomet.com
Namecheap.com

მე მაქვს დომენი და ჰოსტინგი შეძენილი, რა არის შემდეგი ნაბიჯი?

მშვენიერია! თქვენ გაქვთ უკვე დომენის სახელი და ჰოსტინგი. ახლა შემდეგი ნაბიჯია შევქმნათ ვებგვერდი. იმისათვის, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი აუცილებლად განსახილველ საგანს წარმოადგენს ვებგვერდის ნიშა და კონტენტი. თუ თქვენ იცით თქვენი საქმიანობის შესახებ სრულყოფილად ინფორმაცია, საჭიროა მოახდინოთ ამის პროექტად ჩამოყალიბება ან ზოგადი იმ ხედვების ერთ დოკუმენტში აღწერა თუ როგორი უნდა იყოს თქვენს მიერ გონებაში წარმოდგენილი ვებგვერდი, რას ყიდით, სთავზობთ მომხმარებელს, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რა უნდა შეეძლოს და რა უნდა მოგცეთ ამ ვებგვერდმა, ამის შემდეგ კი ჩვენი გამოცდილი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას იმის შესახებ თუ რა სახის ტექნოლოგიების გამოყენება იქნება სწორი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს თქვენი ბიზნეს საქმიანობის გადატანა ციფრულ სამყაროში, ეფექტურად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საინფორმაციო ვებგვერდი, ინტერნეტ მაღაზია, აპლიკაცია, მართვის სისტემა, დასაქმების პორტალი, საგანმანათლებლო საიტი თუ სხვა.

ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია იმისათვის, რომ თქვენი ინტერესები მაქსიმალურად სწორად იყოს მიწოდებული მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

რა სახის ინფორმაცია მჭირდება ძირითადად ვებგვერდის შექმნისათვის?

ზოგადად ვებგვერდის გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება, ასევე ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსება შეიძლება რისი შეთავაზებაც გინდათ ამ ვებგვერდზე შემოსული აუდიტორიისათვის (რათქმაუნდა საქართველოსა & საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინების ხარჯზე). ძნელია ზუსტი საუბარი თუ რა სახის ვებგვერდის შექმნა გნებავთ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მხრიდან, მაგრამ ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება გავცეთ შემდეგი სახის რეკომენდაციები:

საიტზე შესვლისას მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს მთავარ გვერდს, მთავარ გვერდზე უნდა განთავსდეს სწორი მესიჯები იმისათვის, რომ მომხმარებელმა განაგრძოს თქვენი ვებგვერდის სრულყოფილად გაცნობა.

ძირითადად შემდეგი სახის ინფორმაციას ანთავსებენ ვებგვერდებზე - საკონტაქტო ინფორმაცია, კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მიზნები, პროდუქცია, სერვისები, მომსახურებები, ფასები, რეკომენდაციები, უპირატესობები, ფოტო/ვიდეო გალერია, ჩატარებული ღონისძიებები და ა.შ

ყველაფერი კი მაინც დამოკიდებულია თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, როდესა საქმიანობა განსაზღრული გაქვთ, როდესაც იცით თუ რას აწარმოებთ და რისი მიწოდება გნებავთ მომხმარებლისათვის, მაშინ გეგმის შედგენა იქიდან გამომდინარე ხდება თუ რა საქმიანობას ეწევა ესა თუ ის კომპანია.

მე მაქვს ვებგვერდი, მსურს მისი შეცვლა, როგორ მოვიქცე?

ხშირია როდესაც ადამიანებს აქვთ უკვე შექმნილი ვებგვერდები, ზოგის ცვლილების მიზანს ტექნოლოგიის განახლება, ინფორმაციის განახლება ან დიზაინის განახლება წარმოადგენს. რასაკვირველია პირველ რიგში უნდა მოხდეს არსებული ვებგვერდის შესწავლა ჩვენი ტექნიკური ჯგუფის მიერ, განხილული უნდა იქნას არსებული, გამოყენებული ტექნოლოგიები თუ რამდენად არის მიზანშეწონილი მისი დახვეწა, განვითარება ან რედიკალური ცვლილება, შემდეგ კი როდესაც უკვე პასუხები გვეცოდინება საუბარი იწყება არსებული ტექნოლოგიის გამოყენების ხარჯზე დახვეწაზე ან ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე, მანამდე კი საჭიროა სწორად მოხდეს თქვენს მიერ ცვლილების მიზეზის ინფორმაციულად ჩამოყალიბება დოკუმენტის სახით რათა არ მოხდეს რაიმე აზრის გაწყდომა ან ახალი ცვლილებების მიზეზების დამახინჯებული ვერსიად მიღება ჩვენთვის.

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ მსგავს სიტუაციაში კონსულტაციები, მოვახდინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.

მაქვს საიტი და კონტენტი, როგორ შემიძლია ჩემი ვებგვერდის მიწოდება აუდიტორიამდე?

ახლა, როდესაც თქვენ გაქვთ დომენი, ჰოსტინგი, ვებგვერდი და ეს ვებგვერდი ჩაშვებულია საჯაროდ, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შემოვიდეს და ნახოს, გაეცნოს თქვენს მიერ განთავსებულ ინფორმაციას და სრულყოფილად მიიღოს თქვენს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, ისღა დაგვრჩენია გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი, მივაწოდოთ ჩვენი ვებგვერდის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანს, მოვახდინოთ უფრო მეტი აქტიურობა ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და დავამყაროთ ახალ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობები. ეს საკმაოდ კარგი თემაა განსახილველად! კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია საკმაოდ ბევრ ფაქტორზე, მათ შორის:

- რა მიზნები გაქვთ?
- რა არის თქვენი მარკეტინგის ბიუჯეტი?
- ვინ არის თქვენი აუდიტორია?

სანამ ამ კითხვებზე პასუხებს გავცემდით საჭიროა რამდენიმე საკითხის თავიდანვე გათვალისწინება. პირველ რიგში თუ თქვენ მარტო ვებგვერდი გაქვთ შექმნილი და ბრაუზერში დომენის მისამართის ჩაწერის ხარჯზე შედიხართ და ხედავთ ვებგვერდს (მაგ. Saitissaxeli.ge) ეს ვებგვერდი თქვენს მეტმა არავინ არ იცის. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ვებგვერდის მისამართ (მაგ. Saitissaxeli.ge) თქვენს მეგობარს გაუზიარებთ მხოლოდ თქვენ და თქვენს მეგობარს ეცოდინება ამის შესახებ. რადგან ამ თემას მივადექით და თქვენს მეტმა ვებგვერდის შესახებ არავის არ ეცოდინება საკმაოდ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი იმისათვის, რომ თქვენ თქვენი ვებგვერდის ცნობადობა მოიპოვოთ, გაზარდოთ და შემდეგ შეინარჩუნოთ, ეს ერთგვარი მუდმივი დინამიური პროცესია. თქვენს ვებგვერდზე ვიზიტორების ნახვა და მათი ჩართულობების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი, ზოგჯერ მოიხსენიება როგორ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (ინგ: SEO – Search Engine Optimization). საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მარტივი ენით რომ ავხსნათ ეს არის იგივე რაც Google-ში, (გუგლი და მსგავსი პლათფორმები მოიხსენიება სწორედ საძიებო სისტემებად) თქვენი დომენის რეგისტრაცია და მის პოზიციონირებაზე ზრუნვა, რათა როდესაც მომხმარებელი ეძებს რაიმე სიტყვით პროდუქტს, მომსახურებას ან სერვისს სწორედ ასეთი პლათფორმებს მოიხმარს ადამიანების უმრავლესობა (საძიებო სისტყვა მაგალითად „როგორ გავხდე 30 დღეში“). სწორედ ამ მიზეზების გამო საჭიროა საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია თქვენი საიტისათვის და შესაბამისად საჭიროა ამ სფეროში გარკვეული ადამიანის(ების) დახმარება, კონსულტაცია ან მომსახურების მიღება.

ეს ზოგადი ინფორმაცია გახლავთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ქვე-კითხვებს ახლა დავუბრუნდეთ.

მიზნები - ეს აუცილებლად უნდა განისაზღვროს ვებგვერდის შინაარსშიც და თქვენს საქმიანობაშიც, რათ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯები იქნეს გადადგმული საქმიანობის პროცესებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობას შეეჯახებით.

მარკეტინგული ბიუჯეტი - მარკეტინგული და სარეკლამო ბიუჯეტი ინტერნეტში ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა რითაც მოახდენთ თქვენი პროდუქციის ფართომაშტაბებზე გატანას და მიღებული შედეგების ხარჯზე უკუგებას, ასევე გამოარკვევთ როგორ წარმართოთ ყოველი მომდევნო ნაბიჯი.

მაღლა წარმოდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე გამოსარკვევია თქვენი აუდიტორიის ვინაობა თუ რა კატეგორიისთვის ფიქრობთ ამა თუ იმ პროდუქციისა თუ მომსახურების მიწოდებას, გასათვალისწინებელია წლოვანება, სქესი, ინტერესები, გეოგრაფიული არეალი და ა.შ ამ ინფორმაციის შექმნითა და წარმოებით თქვენ უფრო მაღალ შედეგებს, გააზრებულ მოლოდინებსა და ეფექტურ უკუკავშირს მიიღებთ საქმიანობაში.

მახასიათებლები

რა დრო სჭირდება საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას და რა ტექნოლოგიას იყენებთ?

დრო - ეს დამოკიდებულია ვებგვერდის კონტენტის მოთხოვნილებებზე, მის შინაარსზე თუ რა ზომის შინაარსი არის განსათავსებელი ვებგვერდზე, ასევე დამოკიდებულია ვებგვერდის ეფექტებზე, გრაფიკული და ვიზუალური ორნამენტების სირთულზე, როდესაც მივიღებთ პროექტს, გავეცნობით და განვიხილავთ გუნდი თითოეულ დეტალიზაციას, შემდეგ შეგვიძლია განსვსაზღვროთ საშუალო პერიოდი. ძირითადად 2 კვირა გვჭირდება საშუალო ზომის ვებგვერდის შესაქმნელად, როგორც მაღლა ავღნიშნეთ დამოკიდებულია საიტის ფუნქციონალზე, არის ისეთი პროექტები რომლებზეც ერთი ან რამდენიმე თვეა საჭირო რათა პროექტი სისრულეში მოვიდეს თავისი ფუნქციონალით, შესაძლებლობებით, სიზუსტითა და უსაფრთხოებით.

ტექნოლოგიები - ვიყენებთ HTML, CSS, JS, Jquary, PHP, MySQL, Apache, Python, Bootstrap და ა.შ ტექნოლოგიებს, დამოკიდებულია პროექტის მიზნებზე და მის საბოლოო შედეგისუნაირაონობაზე.

შემიძლია თუ არა დასაწყისში შევუკვეთო საინფორმაციო ვებგვერდი შემდეგ კი გადავაკეთებინო ინტერნეტ მაღაზიად?

თუ ამ მიზანს თავიდანვე გაგვანდობთ რათქმაუნდა შესაძლებელია, არის ტექნოლოგიები რომლებიც გვაძლევენ ამის შესაძლებლობებს, მაგალითად კონტენტ მენეჯმენტური სისტემა WordPress ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია შეიქმნას ჯერ საინფორმაციო მინიმალისტური ვებგვერდი, დროთა განმავლობაში კი გადაკეთდეს და დაემატოს არსებულ სისტემაში ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციონალი და გადახდის სისტემებიც კი.

იმ შემთხვევაში თუ მინდა მინიმალისტური, ლამაზი დიზაინის მქონე საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც იქნება ეკონომიური, მობილურზე ადაპტირებული და სარეკლამოდ გათვლილი - შემიძლია თუ არა ასეთი ვებგვერდის ბიუჯეტურ ფასში მიღება?

დიახ. რათქმაუნდა შესაძლებელია, საკმარისია თქვენი სურვილები და მოთხოვნილებები ჩვენამდე სწორად იყოს მოწოდებული, თანამედროვე სამყაროში, ინტერნეტ და ვებ ტექნოლოგიების შესაძლებლობები კი თითქმის უსაზღვროა მათი მახასიათებლებით, წყობითა და გადანაწილებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გჭირდებათ მსგავსი ტიპის ვებგვერდი, მინიმალისტური ტექნოლოგიებითა და ეფექტური ვიზუალით სულაც არ არის საჭიროა ზედმეტი რესურსების ჩადება პროექტში, ეს ხელს შეუწყობს დეველოპერის მუშაობის დროის ფაქტორს და აისაღება თქვენს ფინასურ ეფექტურობაზეც.

თუ არ მაქვს საიტის მართვის გამოცდილება როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?

ნუ იდარდებთ! ჩვენი კომპეტენტური გუნდი, გარდა იმისა რომ ვუქმნით მცირე და საშუალო ბიზნესებს თუ კერძო პირებს ვებგვერდებს, ასევე ვთავაზობთ ყოველთვიურ ტექნიკურ მართვას. ჩვენს მიზანს მხოლოდ წარმოება/შექმნა არ წარმოადგენს. პასუხისმგებლობას ჩვენ პროექტის აღებისთანავე ვიაზრებთ და ვიღებთ, ხოლო შემდგომ როდესაც ჩვენ გვაბარებენ ჩვენი კლიენტები მათ ციფრულ ბიზნესს ტექნიკურ ნაწილში ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობით, დაკვირვებითა და ყურადღებით ვუფრთხილდებით მათ საკუთრებას, ვახდენთ ყოველდღიურ მონიტორინგს, ვაწმოწმებთ მუშაობის ეფექტურობას, ვტესტავთ და ვეძებთ პრობლემებს, აღმოფხვრის მიზნით და ვანხორციელებთ კოდებში საჭიროების შემთხვაში ცვლილებებს რათა მოგეხსენებათ, საიტს მხოლოდ შექმნა არ კმარა, საჭიროა მისი მუდმივი მიხედვა, განვითარება, დახვეწა და განახლება რათა მუდმივად გაუმკლავდეს გამოწვევებს, დაცული იყოს ვირუსებისაგან და ჰაკერული შემოტევებისაგან, სპამური ინფორმაციებისაგან თუ სხვა. ასევე ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს მათი სურვილებისამებრ ცვლილებების შეტანას, მაგალითად თუ კომპანიას ახალი აქცია აქვს მისი მომხმარებლებისთვის რაც უნდა, რომ გააცნოს მისი ვებგვერდის სტუმრებს, ის გვიგზავნის ინფორმაციას ჩვენ კი ვანთავსებთ, ის აგრძელებს თავისი საქმიანობის უფრო პროდუქტიულად წარმოებას ჩვენ კი ვმუშაობთ იმისათვის, რომ მისი დრო იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული.

რა უპირატესობა აქვს თქვენს სერვერზე განთავსებას ჩემი საიტის?

კარგი შეკითხვაა! მოგეხსენებათ ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო კომპანიების ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რომლებზეც დაყენებული გვაქვს 2 დონიანი ავტორიზაციები, თითოეული ჩვენი სისტემური ადმინისტრატორი, რომელიც უკავშირდება მთავარ სერვერს ის გადის 2 დონიან ვერიფიკაციას (პაროლი + SMS კოდი + Email კოდი + Google Authenticator), რაც ამცირებს ანგარიშზე უხეშად შესვლის მინიმამდე დაყვანას, ამას გარდა ვიყენებთ ლოკალური აიპების შიფრირებას ავტორიზაციის პერიოდში და თითოეულ ჩვენს ანგარიშებზე ყველა საავტორიზაციო პანელზე ყოველ 45 წუთში იცვლება ავტორიზაციის პაროლები. გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს უსაფრთხოებას ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შეცნობას არ ვწყვეტთ, პირიქით მუდმივად ვადევნებთ და ვითვისებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს საქმიანობაში. უსაფრთხოებასთან ერთად ჩვენ ყოველ 12 საათში ვანხორციელებთ ჩვენი კლიენტების ვებგვერდის ფაილების სარეზერვო ასლების შენახვას სხვადასხვა ღრუბლოვან მყარ დისკებზე როგორიც არის Mega, Drive, OneDrive, DropBox და სხვ. ჩვენი სერვერები განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, ჰონგ კონგი, დუბაი, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ბრაზილია. ვიყენებთ მაღალი მოცულობის სისტემურ რესურსებს ჩვენი საშუალო ზომის სერვერების ოპერატიული მეხსიერება 16GB RAM, 4VCPU, 1TB მყარი დისკი და ვიყენებთ ღრუბლოვან „Cloud Bucket Storage“, „Amazon S3“ და „Azure Blob Storage“ ტექნოლოგიებს სხვადასხვა ფაილების შესანახად სადაც განთავსებულია ჩვენი კლიენტების ვებგვერდები.

ბილინგი & ხელშეკრულება

გადახდის რა პირობებს იყენებთ?

კომპანია ქიუვი იყენებს ამ ეტაპზე მხოლოდ საბანკო გადმორიცხვებს. პროექტის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება 2 ეტაპით, კონტრაქტის დადებისას თანხის 50% დასრულებისას 50%.

თქვენი მომსახურება წარმოდგენილია დ.ღ.გ-ს ჩათვლით?

დიახ

რა პერიოდია მინიმალური ხელშეკრულების?

მინიმალური ხელშეკრულების პერიოდი შეადგენს 1 წელიწადს.

როგორ ხდება ხელშეკრულების გაფორმება?

გთავაზობთ 2 ტიპის ხელშეკრულების გაფორმების საშუალებას. ელექტრონულად ან ადგილზე მოსვლით. ხელშეკრულება გადმოგეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე ან ადგილზე მოსვლით ჩვენთან ოფისში. კონტრაქტის დადების გარეშე გუნდი პროექტს არ იწყებს.

მხარდაჭერა & დახმარება

როგორ შეგატყობინოთ პრობლემის შესახებ?

თუ თვლით, რომ თქვენს პროექტზე ხარვეზი ან სერიოზული პრობლემა იპოვნეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე განთავსებულ საკონტაქტო ინფორმაციიდან ერთ-ერთზე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია „წერილობით“ რათა არ მოხდეს ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაზია.

როგორ დავუკავშირდე ტექნიკურ ჯგუფს?

ტექნიკური ჯგუფის მხარდასაჭერად საჭიროა გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე: support@qwy.ge ან info@qwy.ge

როგორ მივიღო ტექნიკური კონსულტაცია?

ტექნიკური კონსულტაციის მისაღებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენთან დასაკავშირებლად Whatsapp ან Viber -ის აპლიკაციებიდან თქვენთვის სასურველი.