საინფორმაციო ბაზა

ბოლო განახლება: ივნ 1, 2021

შესავალი

ეს გვერდი დაგეხმარებათ ნებისმიერ მსურველს მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია „ქიუვი“-ს სერვისებისა და მომსახურებების შესახებ. რას გთავაზობთ, როგორი პირობებით და რა უპირატესობები გექნებათ ჩვენთან ურთიერთობის შემთხვევაში. პირველ რიგში ჩვენი საიტის არის სატესტო რეჟიმში და ყოველდღიურად ახლდება ინფორმაციებით, იმისათვის, რომ მუდმივად იყოთ სიახლეების ეპიცენტრში საჭიროა ხშირი სტუმრობა და განახლებებისათვის თვალის დევნება.

რას გთავაზობთ?

ამ დოკუმენტაციების დახმარებით თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენ ყველა მომსახურების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვებ დეველოპერული კომპანია გახლავართ და მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს განვითარებაზე, ჩვენი კომპანიის გაზრდაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა დოკუმენტაციის გვერდი რათა უფრო გამჭირვალე და სწრაფი ყოფილიყო ჩვენი კომუნიკაცია თითოეული ჩვენით დაინტერესებული პიროვნებისათვის. ხშირია შემთხვევები პირდაპირი კომუნიკაციის დროს არ ხდება დეტალებზე ორიენტირება საქმისადმი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ურთიერთობა დოკუმენტაციებით, ინფორმაციის სიზუსტითა და გამჭირვალედ, ყველასათვის ხელმისაწვდომობით იქნება წარმოდგენილი უფრო გაიოლდება ურთიერთობა ჩვენსა და ბიზნესებს და/ან ფიზიკურ პირებს შორის.

ვინ ვართ ჩვენ?

ნაბიჯი პირველი

ჩვენი პირველი ნაბიჯი იწყება ჩვენი გაცნობით - კომპანია „ქიუვი“ 2020 წელს შემოუერთდა კომერციულ საქმიანობას, ახალგაზრდა, მიზანდასახულ და ამბიციურ გუნდთან ერთად. ჩვენი კომპანია დღემდე დიდი იმედებითა და შემართებით მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც მეტად საინტერესო და ხშირ შემთხვევაში ამბიციურიც კია. ჩვენ არ ვუშინდებით გამოწვევებს, არ გვაშინებს იდეებისა და ოცნებების რეალურად გადაქცევა, არ გვაშინებს ბუნდოვანი გამოწვევები და ხშირად ამბიციურ პროექტებშიც კი ვიღებთ მონაწილეობას. გვაქვს საკუთარი პროექტებიც, რომლებზეც ვანხორციელებთ ყოველდღიურ დახვეწას, განვითარებასა და ახალი იდეების დამატებებს, რომელიც წარმატებული შედეგებით გვიბრუნდება უკუკავშირის სახით.

მეორე ნაბიჯი

ვქმნით საინფორმაციო საიტებს, ნებისმიერი კომერციული თუ არა კომერციული საქმიანობისათვის, ასევე ვქმნით კორპორატიულ საიტებს, რომლის საშუალებითაც მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ მწარმოებლებს, ბრენდებსა და მეწარმეებს. გარდა საინფორმაციო და კორპორატიული ვებ-გვერდებისა ვქმნით სრულყოფილ, გამართულ და თანამედროვე სტანდარტების მქონე ინტერნეტ მაღაზიებს, რომლშიც შესულია - საკურიერო მომსახურების ინტეგრაცია, ლოჯისტიკური სინქრონიზაციები, ქართული ბანკებისა და საერთაშორიო გადახდის სისტემები, რომელიც ბიზნეს საშუალებას აძლევს ინტერნეტ მაღაზიის საფუძველზე მოახდინოს სრულყოფილი, უკონტაქტო და სწრაფი ონლაინ გაყიდვები. ხშირად გვეკითხებიან ვახდენთ თუ არა ტექნიკურ უზრუნველყოფას ჩვენი კლიენტებისთვის, რათქმაუნდა დიახ, ჩვენ თავიდან ბოლომდე გაგვაჩნია იმის რესურსი რომ კლიენტს მოვემსახუროთ ჩვენი ტექნიკური ცოდნით და ვუმართოთ მათი „ინტერნეტ-ბიზნესი“ ყოველთვიურად.

მესამე ნაბიჯი

იმისათვის, რომ მხარეებს შორის ურთიერთგაგება გამჭირვალე, კომფორტული და უსაფრთხო იყოს, ჩვენი კომპანია მუშაობს ოფიციალურად, კონტრაქტებისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციების საფუძველზე. პროექტის აღება ნიშნავს, რომ მივიღოთ ორმა მხარემ გადაწყვეტილება და როგორც ერთი მხარის ასევე მეორე მხარის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენი ინფორმაციულობა მაქსიმალურად ღიაა ჩვენი კლიენტებისათვის, ჩვენ მათ ვაწვდით საინფორმაციო ბაზას, რათა მაქსიმალურად გაეცნონ თუ რაში იხდიან თანხას და რას მიიღებენ ამ თანხის სანაცვლოდ. გამჭირვალეები ვართ ასევე კლიენტის უსაფრთხოების მხრივაც და მაქსიმალურად არის კლიენტის მხარე დაცული რათა არ მოხდეს ჩვენი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლიენტი ჩვენთან ურთიერთობას გაწყვეტს ნებისმიერ დროს.

ჩვენი სერვისები

დასაწყისი

ქიუვის სტუდია 2020 წლიდან აქტიურ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა ვებ ტექნოლოგიების მიმართულებებით. ესენია „საინფორმაციო ვებ გვერდები“, „კორპორატიული ვებ გვერდები“, „ინტერნეტ მაღაზიები“, „სოციალური ქსელების მართვა“, „მართვის სისტემები“ და „მობილური აპლიკაციები“. ჩვენი მთავარი მიზანი არის შევქმნათ საერთაშორისო ბაზარზე, თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიები, რომლის დახმარებითაც ადამიანები უფრო მარტივად იკომუნიკაციებენ ერთმანეთში, როგორც საქმიანობის თვალსაზრისით ასევე ურთიერთობის. ჩვენ შექმნასთან ერთად ვუწევთ ჩვენს მიერ წარმოებულ პროექტებს ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუდმივ განახლებასა და დახვეწას.

საინფორმაციო ვებ გვერდი

ინტერნეტი დღეს უამრავი ინფორმაციით არის წარმოდგენილი, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანისათვის და ქსელში უამრავ საინტერესო თუ უინტერესო თემას გადააწყდებით ძებნისა და თვალიერების შედეგად.  საინფორმაციო ვებ გვერდი ადამიანებს აძლევს საშუალებას იურითიერთონ მათი პროდუქციის, სერვისისა თუ მომსახურების მეშვეობით ბიზნესებთან, კომერციულ თუ არა კომერციულ ორგანიზაციებთან, გაეცნონ მათ შესახებ ინფორმაციას, გაეცნონ მათ პროდუქციას, მიიღონ მათზე უფრო მეტი ინფორმაცია, გაიგონ წარსული და ისტორია, დაინტერესების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ. საინფორმაციო ვებ გვერდი სწორედ იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ კომერციულმა თუ არა კომერციულმა ორგანიზაციებმა სწორად, დროულად, გამჭირვალედ და ეფექტურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და იყვნენ ყველასთვის ხელმისაწვდომები. გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ვებ გვერდი ერთგვარი სავიზიტო ბარათია ბიზნეს საქმიანობის, საიტის შექმნის შედეგად საშუალება გეძლევათ ადამიანები, რომლებიც თქვენი პროდუქტით არიან დაინტერესებულები მოახდინოთ მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთება, მიაწოდოთ ორგანიზაციაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და გააცნოთ თქვენი უპირატესობები თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ.

კორპორატიული ვებ გვერდი

მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც აწარმოებს საკუთარ პროდუქციას, საკუთარი დიზაინით და საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. ტექნოლოგიები კი გვაძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად ეფექტურად და ზუსტად მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქცია ინტერნეტის საშუალებით, ეს შესაძლებლობა იმდენად ეფექტურია, რომ შეგიძლიათ გარდა თქვენი პროდუქციის ინფორმაციულად მიწოდებისა, პირდაპირ მოახდინოთ თქვენი პროდუქტით დაინტერესებული პირისათვის უკონტაქტო შეძენის წარმოება სახლიდან გაუსვლელად.

ინტერნეტ მაღაზია

ინტერნეტ მაღაზია, იგივე რაც ელექტრონული კომერცია, ეს არის შესაძლებობა თქვენს მიერ წარმოებული ფიზიკური თუ ციფრული პროდუქციის საიტის საშუალებით გაყიდვა, შეძენა დამოუკიდებლად და მიწოდებაც უკონტაქტოთ კურიერის საშუალებით. ინტერნეტ მაღაზიის აუცილებლობა ყოველდღიურად იზრდება ადამიანებისთვის, ვინც აწარმოებს მცირე თუ საშუალო ვაჭრობას ფიზიკურ ბაზარზე. დიდი ორგანიზაციების უმრავლესობა ნაწილობრივ გადასულია ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით მათი პროდუქციის წარმოება-გაყიდვით და საკმაოდ ეფექტურადაც იღებს შედეგებს. ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ უნიკალური ბიზნესი და თანამედროვე გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდეთ ინტერნეტის დახმარებით.

სოციალური ქსელები და მართვა

სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა, მათი შექმნით ადამიანებმა ურთიერთობა ციფრული აპლიკაციებისა და ვებ პლათფორმებით დავიწყეთ და შევქმენით განსხვავებული ცხოვრების მოდელი 21 საუკუნის ეპოქაში. სოციალური ქსელები გარდა ადამიანების სწრაფი ურთიერთკავშირის დამყარებაში გვეხმარება ასევე უამრავ ბიზნესს აძლევს შანსს მოახდინონ თავიანთი მომსახურებისა თუ პროდუქციის ამავე ქსელში რეკლამის სახით განთავსება და უფრო მეტი აუდიტორია ჩართონ თავიანთი იდეის გარშემო, ეს კი უფრო ზრდის დაინტერესებას სოციალური ქსელებში, უბრალო მომხმარებელსა და ბიზნეს მომხმარებლებს შორის. გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელები პირადი გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს ბიზნესის მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიურ მუშაობას და დიდ დროს მოითხოვს რათა მოხდეს ბიზნესის მაქსიმალური ეფექტური წარმოჩენა საზოგადოებისათვის და მაქსიმალურად მიზანმიმართულ აუდიტორიამდე მიწოდება ამა თუ იმ პროდუქციის.

მართვის სისტემები

ორგანიზაციები, კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესები ყოველთვის უჩივიან დროის სიმცირეს, ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცდილობენ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის, პლათფორმებისა თუ სხვადასხვა სახის იდეების განხილვასა და მათ საქმიანობაში ინტეგრაციას რათა მათი მუშაობა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ავტომატიზირებადი მართვის სისტემები საუკეთესო არჩევანია 21 საუკუნის როგორც საქმიანობის ასევე გუნდის წევრების სამართავად და მიმდინარე გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისთვის.

მობილური აპლიკაციები

რაც არ უნდა ვიკამათოთ ტექნოლოგიების არსებობა-არარსებობის ფაქტორზე, ჩვენ მაინც ვიყენებთ ყველასათვის აუცილებელ მოწყობილობას „მობილურს“. დღეს სმარტფონი თითქმის ყველა ადამიანს აქვს საჭიროებებიდან გამომდინარე, სმარტფონის შესაძლებლობებიც განსხვავდება, მაგრამ ყველა სმარტფონს აქვს დაყენებული სხვადასხვა საჭიროებების გადაჭრის მქონე აპლიკაცია, სწორედ ეს აპლიკაციები არის დღევანდელი ჩვენი ბედრინერების გასაღები, იმისათვის რომ გადავჭრათ მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხები. აპლიკაციების გამოყენებით ჩვენ ვჭრით სხვადასხვა სახის პრობლემებს, ვყიდულობთ სხვადასხვა პროდუქციას, ვიყენებთ საბანკო სწრაფ და მარტივ მომსახურებას და სხვა.

შეჯამება

ჩვენ განვიხილეთ და ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით თუ რა საჭიროება შეიძლება დავინახოთ საინფორმაციო ვებ გვერდის არსებობაში, შევეცადეთ ასევე დაგვენახებინა თქვენთვის კორპორატიული ვებ გვერდის მნიშვნელობა და განსხვავებები გვეჩვენებინა თუ რა დროს სჭირდება ბიზნეს კორპორატიული ან საინფორმაციო ვებ გვერდი, ასევე განვიხილეთ ინტერნეტ მაღაზიის არსებობა თანამედროვე სამყაროში, განვიხილეთ სოციალური ქსელების აქტიურობის ძალა და მართვის სისტემების საჭიროება ორგანიზაციებში. აპლიკაციების შესახებ კი ბოლოს მოგაწოდეთ ინფორმაცია თუ რამდენად აუცილებელია დღევანდელ რეალობაში

მახასიათებლები

ელექტრონული კომერციის ვებ დიზაინი & დეველოპმენტი

ელექტრონული კომერცია სწორედ ის პლათფორმაა, სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაცია და ყიდვა. ეს საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებელს მოახდინონ შეძენა სახლიდან გაუსვლელად მათთვის მოსახერხებელი პირობებით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. ასეთი ფუნქციონირება დაგეხმარებათ როგორც ლოკალურ ბაზარზე რეალიზებისთვის ასევე გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისათვის. ქიუვის გუნდი ანხორციელებს მთელ რიგ მახასიათებლების ინტერგრაციას რაც ონლაინ მაღაზიისათვის არის საჭირო, როგორც სავაჭრო ობიექტებისათვის ასევე საცალო ვაჭრობისთვის, რომელიცთაც შესაძლებელია ისარგებლოს ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესმა. ჩვენი დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდები ახორციელებენ საკმაოდ წარმატებულ სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება ბიზნესს შეინარჩუნონ და განავითარონ ბრენდის იმიჯი უკიდურესად დინამიურ მკაცრ ბაზარზე.

ჩვენი უპირატესობებია:
- პერსონალური ინტერნეტ მაღაზიის დიზაინი
- მერჩანტების (გადახდის სისტემების) ინტეგრაციები
- კონტენტ მენეჯმენტური სისტემები
- პროდუქციისა და კატეგორიების ულიმიტო განთავსება

- ადაპტირებული სხვადასხვა მოწყობილობებისთვის
- სარეკლამო კამპანიები და ფასდაკლებების შეთავაზება
- ძირითადი საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და ანალიტიკა
- ინვენტარების წარმოების ანგარიშგებები

კონტენტ მენეჯმენტური სისტემა

ჩვენი სიძლიერე შინაარსის მართვის სისტემაზე დაფუძნებული ვებსაიტის შექმნა და განვითარებაა. კონტენტ მენეჯმენტური სისტემა საშუალებას იძლევა გააკონტროლოთ და განაახლოთ ყველა ვებ გვერდი ნებისმიერი დეველოპერის დახმარების გარეშე. კონტენტ მენეჯმენტური სისტემის (CMS) საუკეთესო ნაწილია ის, რომ სიტყვასიტყვით ყველას, ტექნიკური ცოდნის მქონე თუ არა, შეუძლია ტექსტის ან სურათების რედაქტირება, დამატება ახალი ინფორმაციის და/ან წაშლაც კი. ეს არამარტო გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს საიტზე, არამედ გიზოგავთ ფინანსურ მხარესაც.

ჩვენი უპირატესობებია:
- ადმინ პანელის მენეჯმენტი
- მომხმარებლის მენეჯმენტის საშუალება
- ანალიტიკა და სტატისტიკები

- ციფრული მედია მენეჯმენტი
- საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა
- სოციალური ქსელების ინტეგრაციის მხარდაჭერა

B2B პორტალები

B2B ვებ გვერდებს რომლებსაც ვქმნით არის მაქსიმალურად ინტეგრირებული საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის და ასევე გააჩნიათ ინდივიდუალური ყველასათვის მარტივი მართვის პანელები. B2B პორტალები გამოირჩევნია სისწრაფით, ჩატვირთვისუნარიანობით და მაქსიმალურად ერგებიან სხვადასხვა ბიზნეს კატეგორიის მოდელებს.

მიმართულებები:
- სამოგზაურო პორტალები
- საგანმანათლებლო პორტალები
- უძრავი ქონების სააგენტოების პორტალები

- სახელფასო და ფინანსური პორტალები
- ადამიანური რესურსების პორტალები
- დასაქმების პორტალები

მორგებული ვებ გვერდები (სხვადასხვა მოწყობილობებზე ადაპტირებული)

ინტერნეტის მოხმარების უახლესი სტატისტიკების თანახმად, ადამიანები თავიანთი საქმიანობის 90%-ს ატარებენ პორტატულ მოწყობილობებთან, როგორიც არის ჭკვიანი ტელეფონი (სმარტფონი), პლანშეტები და და ა.შ ქიუვის გუნდი ამ მიმართულებით ადამიანებს უხსნით უამრავ პრობლემებს, რომლებსაც სჭირდებათ ვებ გვერდი მაგრამ მათი გათვლა გარდა პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელბისთვის ან ლეპტოპის მომხმარებლებისთვის არის არამედ მობილურის ან პლანშეტის მომხმარებლებისათვის. ამ სახის გამოწვევის მიუხედავად ჩვენი გუნდი საიტის დიზაინების შექმნის პროცესში ითვალისწინებს მსგავს სიტუაციებს და ყოველთვის ვქმნით ისეთ პროდუქციას, რომელიც ადაპტირებულია ყველა ზომის ეკრანისათვის და ყველა სახის მოწყობილობისათვის მაქსიმალური ხარისხით. ეს საშუალებას აძლევს ვიზიტორებს, შეძლონ თქვენს საიტზე წვდომა სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებიდან, საიტის გამოყენება კი უფრო მარტივი და ინტერაქტიული ხდება

უპირატესობები:
- საიტის მოქნილობა (PC, Tablet, Mobile)
- განლაგების ავტომატური ცვლილება
- CSS3 მედია მოთხოვნილებებით უზრუნველყოფა
- დინამიური ავტომატური ზომის ცვლილება
- CSS სტილების ინტეგრაცია
- ადაპტირებადი კოდის უზრუნველყოფა

B2C პორტალები

ბიზნესის სამომხმარებლო (B2C) ვაჭრობასთან ურთიერთქმედება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წლების განმავლობაში, როდესაც ციფრულმა ინტერნეტ სერვისებმა ჩაანაცვლა პოტენციური პოტენციური კლიენტების კარდაკარ ძიება. ამგვარი პორტალები მართულია და ხელს უწყობს ბიზნესს შეასრულოს სხვადასხვა სახის ოპერაციები შეუფერხებლად, შეცდომების ან თაღლითობის ნაკლები შანსებით. „ქიუვის“ გუნდს აქვს გამოცდილება ამ სფეროში თქვენი კომპანიის დასახმარებლად და სხვადასხვა ბიზნეს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაგიწიოთ სრულყოფილი მომსახურება.

ძირითადი მიმართულებები:
- ტაქსების კომპანიის პორტალი
- სამოგზაურო პორტალები
- საგანმანათლებლო პორტალები
- უძრავი ქონების სააგენტოების პორტალები

- ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პორტალი
- სახელფასო და ფინანსური პორტალები
- ადამიანური რესურსების პორტალები
- დასაქმების პორტალები

ერთ გვერდიანი ბიზნეს ვებ გვერდი

როდესაც თქვენი ბიზნეს საქმიანობა მცირე ზომის არის, ახალი ბრძანდებით ბაზარზე ან უბრალოდ სტარტაპ იდეის განხორციელებას ცდილობთ, რომელზეც მცირე ზომის ბიუჯეტი გაქვთ და გინდათ, რომ ეფექტურათ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები ამისათვის ერთ გვერდიანი ბიზნეს ვებ გვერდზე არჩევანის გაკეთება იდეალური გადაწყვეტილებაა. ერთ გვერდიანი ბიზნეს ვებ გვერდები ძირითადად გამოიყენება პროდუქციის/სერვისის/მომსახურების სარეკლამოდ და/ან პირდაპირ გასაყიდად, ეს ერთგვარი მარკეტინგული ნაბიჯია რათა მაქსიმალურად მიზანმიმართული მიწოდება მოხდეს არსებული პროდუქტის/სერვისის თუ მომსახურების მიზნობრივ აუდიტორიამდე.

მახასიათებლები:
- ერთ გვერდიანი ბიზნეს ვებ გვერდი
- მობილურზე ადაპტირებული
- ყველაფრის შეცვლის შესაძლებლობა
- ენების მხარდაჭერა
- სოციალური ქსელების ინტეგრაცია
- საიტის მისამართის Google-ში რეგისტრაცია
- საკონტაქტო განყოფილების მხარდაჭერა
- საიტების მთვლელის ინტეგრაცია (Google Analytics & Top.ge)
- სიახლეების გამოწერის ფორმის ინტეგრაცია
- ელექტრონული ფოსტის ანგარიში
- UI/UX მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი
- Google Maps API მხარდაჭერა

ტექნოლოგიები

ციფრული კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვმუშაობთ უამრავ თანამედროვე პლათფორმასთან, პროგრამულ ენასთან და სხვადასხვა მონაცემთა ბაზების სისტემებთან, რაც ბიზნესს ონლაინ განვითარებაში ეხმარებათ. ჩვენ ვამაყოფთ ჩვენი შესაძლებლობებით, მაგრამ ვისწრაფით ყოველთვის განვითარებისაკენ, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები, სურვილები და ამბიციები უსაზღვორა, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვუშინდებით თანამედროვე გამოწვევებს და მუდმივად ვცდილობთ მივიღოთ ახალ, ამბიციურ და საინტერესო პროექტებში მონაწილეობა.

screenshot

Firebase

screenshot

Java

screenshot

Bootstrap

screenshot

mongoDB

screenshot

PostgreSQL

screenshot

MySQL

screenshot

Magento

screenshot

Cscart

screenshot

WooCommerce

screenshot

WordPress

screenshot

Python

screenshot

PHP

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები

21 საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო ტექნოლოგიური მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სწორედ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, რომლების დახმარებითაც უფრო გამარტივდა ვებ ტექნოლოგიები, აპლიკაციები და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები. ღრუბლოვანი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა თანამედროვე გამოწვევებს ნებისმიერი წერტილიდან გაუმკლავდეს დეველოპერი თუ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე პროგრამისტი ან ინჟინერი. ღრუბლოვანმა ტექნოლოგიებმა შეცვალა შესაძლებლობა და გაამარტივა სხვადასხვა რესურსის მქონე სერვერების არსებობა, მათი დახმარებით უფრო გამარტივდა დიდი მონაცემების მქონე პროექტების შექმნა და წარმოება ნებისმიერი ქვეყნიდან შესაბამისი ფინანსური რესურსებით. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დახმარებით უფრო გამჭირვალე და სწრაფი გახდა სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ზომის პროექტების შექმნა, დღეს უკვე აღარ უწევთ უზარმაზარი თანხების ჩადება ჯერ სასერვერო ოთახების შენებისათვის და შემდეგ მათი შენახვისთვის, ეს პრობლემა კი სწორედ ღრუბლოვანმა ტექნოლოგიებმა გამოასწორეს.

screenshot

Google Cloud Platform

screenshot

Amazon Web Server

screenshot

Microsoft Azure

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ჩვენ გუნდს უამრავი მიზეზი აქვს იმისათვის თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ, გარდა ჩვენი მიზანსწრაფული ხედვებისა, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მგრძნობელობისა გვაქვს საკმაოდ ღირებული გამოცდილება ინტერნეტ ტექნოლოგიებში, რითაც ვახდენთ ჩვენი არსებული კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურებას 24/7-ზე. ჩვენ ვამაყოფთ ჩვენი პირდაპირი, გამჭირვალე ურთიერთობებით როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე, ვამაყოფთ ჩვენი წარსულით და მაქსიმალურს ვაკეთებთ მომავლისათვის.

- უნიკალური დიზაინი
- სწრაფი უკუკავშირი კომუნიკაციაში
- შეუზღუდავი შესწორებები და განვითარება
- 24/7 ტექნიკური/საინფორმაციო კონსულტაცია
- გუნდური და კოლეგიალური დამოკიდებულება
- ბიზნესების მხარდასაჭერი, ლოიალური პროექტებში მონაწილეობა
- მუდმივი აქციები და ფასდაკლებები სხვადასხვა მომსახურებებზე
- მუდმივი განახლებები და ცვლილებები თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე
- მუდმივი ტექნოლოგიების დახვეწა და განვითარება
- მუდმივად განახლებად საიტი სადაც თავსდება ყველა ინფორმაცია
- გამჭირვალე ტექნიკური ურთიერთობები ჩვენს მომხმარებლებთან
- კორპორატიული პროექტებში მონაწილეობისათვის მუდმივად ღია გუნდი
- სხვადასხვა გამოწვევებში მონაწილეობისათვის მუდმივად ღია გუნდი
- ლოკალური და გლობალური პროექტების წარმოების შესაძლებლობა

გთავაზობთ თქვენი პროექტების ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დახმარებით უზრუნველყოფას და მათ ეფექტურ გამოყენებას ჩვენი ტექნიკური გუნდის მხარდაჭერით, რათა თქვენი საქმიანობა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდეს.

კონტენტი

მოიზიდეთ, შეინარჩუნეთ და დააკონვერტირეთ აუდიტორია ზემოქმედებით შინაარსთან ერთად

ლამაზი დიზაინი გამოუსადეგარია თუ მას არ აქვს სწორად შერჩეული სიტყვები. ქიუვის გუნდში ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური შემოქმედებითი შინაარსის (კონტენტის) შემქმნელი ადამიანები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სწორი, მიზანმიმართული და შესანიშნავი შინაარსის შექმნაში. ჩვენი კოპირაიტერების გუნდი გაგიწევთ მაქსიმალურ მხარდაჭერას რათა აწარმოოთ მაღალ ხარისხიანი საინტერესო კონტენტი, რომელიც მოიზიდავს და შეინარჩუნებს თქვენს მომხმარებლებს.

ბლოგის წერა

ჩვენ კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბლოგის მნიშვნელობა ინტერნეტში კომპანიებისთვის, მცირე თუ საშუალო ბიზნეს მეწარმეებისათვის. ბლოგი ეს არის დამატებითი საშუალება ურთიერთობისათვის, რათა უფრო მეტად მიაწოდოს კომპანიამ/მწარმოებელმა ინფორმაცია თავიანთი თავის შესახებ ან პროდუქციის შესახებ, დაანახონ პროდუქციის, სერვისის თუ მომსახურების აუცილებლობა მათ მომხმარებლებს. ჩვენ გვესმის სწორად მიწოდებული სიტყვების ძალა და მისი გავლენა მკითხველისათვის. ჩვენი ბლოგის წერის სერვისი მაქსიმალურად არის ადაპტირებული ჩვენი კლიენტის პროდუქციის, სერვისის თუ მომსახურების სპეციფიკაციების, მახასიათებლების თუ უპირატესობების წარმოჩინებისკენ და საკმაოდ კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტის სწორად მიწოდება მომხმარებლისათვის რათა ვუზრუნველყოთ შინაარსის ორიგინალობა და ის მორგებულია მხოლოდ თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით საინტერესო შინაარსის შექმნა და ჩვენი ბლოგის წერის გუნდის უზარმაზარი უნარ-ჩვევები, ჩვენ გარანტიას გაძლევთ ბლოგების შექმნის შესაძლებლობაში, რომლის მიზანიც იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორია.

ვებ კონტენტი

ვებ გვერდზე მომხმარებლის უმეტესობა ნაწილ შინაარს ეცნობა შემდეგ კი გადამისამართებას ახდენს ერთი გვერდიდან მეორეზე და ა.შ სხვადასხვა გვერდებზე ინფორმაციის მისაღებად, შემოთავაზებული პროდუქტების ან მომსახურებების შესახებ. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი სწრაფად ხდება, ჩვენი ვებ კონტენტის შექმნის გუნდი პრაქტიკების მიღების შედეგად დარწმუნდა, რომ თითოეული გამოყენებული სიტყვა ვებ გვერდზე მარტივი და თავისთავად აღსაქმელი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, რათა მკითხველმა სწორად გაიგოს იდეის შესახებ სწრაფი დათვალიერების შედეგად. ჩვენ გვქონდა პრივილეგია, რომ გვემუშავა მცირე თუ მრავალრიცხოვან სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებში და მიგვეღო გარკვეული სახის გამოცდილება. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ცოდნა თუ როგორ შევქმნათ ვებ კონტენტი ნებისმიერ ზომისა თუ სახის ბაზრისათვის.

სტატიების დაწერა

გასაკვირი არ არის, რომ სტატიები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებაა ბიზნესის შეტყობინებების მისაწოდებლად იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ ეპოქაში ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი გზა თქვენი შეთავაზებების წარმოებისთვის ბაზარზე, სოციალური მედია საშუალებებისათვის, ბლოგერებისათვის, საინფორმაციო პლათფორმებისათვის და სხვ. ამ ინდუსტრიაში ეს მიმართულება ერთ-ერთი მომგებიანია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ექსპერტებისთვისაც რათა უფრო მიზანიმართული გახადონ პროდუქტი მთლიანი მსოფლიოსათვის. ჩვენ გუნდი კარგად იაზრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტერნეტში მოღვაზე ბიზნესისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და ამით მისი ბრენდის გამყარება ბაზარზე. სწორედ ასეთი ნაბიჯები ქმნის ბიზნესის ბრენდის შენებას და დიდი აუდიტორიის დაპყრობას თავისი მიზან მიმართული შინაარსით. მას შემდეგ რაც საფუძვლიანი მონაწილეობა მიიღწევა სტატიის შინაარსის საშუალებით, წარმოიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობა, აქტივობები, აზრთა სხვადასხვაობა და მომხმარებლების შეფასება, სწორედ ეს ზრდის ბიზნესის ბრენდს საზოგადოებაში და ბიზნესის მიმართ სიმპათიებს.

თეთრი ქაღალდი (“ბროშურა“)

თეთრი ქაღალდი არის ინფორმაციული დოკუმენტი, რომელიც როგორც წესი გაცემულია კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ, მომსახურების, სერვისის ან პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობების ან დამატებითი უნიკალურობის პოპულარიზაციის მიზნით. ასეთი დოკუმენტი ხშირ შემთხვევაში იწერება გაყიდვების ან მარკეტინგის დეპარტამენტებისათვის, რომელიც გამოიყენება პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად ან დარწმუნებისთვის, რათა მეტი შეიტყონ კონკრეტული პროდუქტის, მომსახურების თუ სერვისის ტექნოლოგიის ან მეთოდოლოგიის შესახებ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თეთრი ქაღალდის („ბროშურის“) ბრწყინვალე დიზაინებს, რაც თქვენს მკითხველს საკმაოდ აწვდის ინფორმაციას პროდუქტის, მომსახურების ან სერვისის შესახებ, რათა მათ გაუჩნდეთ ამის საჭიროება.

ინფორგრაფიკა

ინფოგრაფიკა არის ინფორმაციისა და გრაფიკის დაჭრილი ნაერთი. ჩვენი გუნდი ვქმნით ინფოგრაფიკებს და ვაფორმებთ მათ თქვენი მონაცემების დამუშავებისა და თქვენი ინფორმაციების შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის დიზაინებს, ფონტებს, იკონებს, გრაფიკულ და ცოცხალ ვიზუალიზაციას რათა სწორად მოხდეს მიწოდება ინფორმაციისა და და ვიზუალური ნაზავის აღქმის მკითხველისათვის.

კომუნიკაციები და ურთიერთობები

ჩვენ მუდმივად პრიორიტეტად ვაყენებთ გამჭირვალე ურთიერთობებს ჩვენს მომხმარებლებთან, ამიტომაც შევქმენით ასეთი ტიპის ვებ გვერდი ჩვენი მომხმარებლებისთვის რათა მათთან ჩვენი ურთიერთობები უფრო ღია და საჯარო ყოფილიყო. მიგვაჩნია, რომ ურთიერთობებით ვაყალიბებთ ღირებულებებს, ინფორმაციის სიზუსტით ვინარჩუნებთ ნდობას და სწორი კომუნიკაციებით ვქმნით ხარისხს. ჩვენი მიზანი არ წარმოადგენს უბრალოდ პროექტების აღებას, წარმოებას და ვადებში ჩაბარებას, ჩვენი ღირებულებები უფრო მეტია და ეს ყოველდღიურად ურთირთობებში ვლინდება.

ჩვენთან საკომუნიკაციოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ელექტრონული ფოსტები, საკონტაქტო ნომრები ან სხვადასხვა ონლაინ მიმოწერის აპლიკაციები, გარდა ამისა რათქმაუნდა ჩვენ ღია ვართ მიგიღოთ ჩვენს მოკრძალებულ ოფისში.


საინფორმაციო ელ. ფოსტა: info@qwy.ge
ტექნიკური მხარდაჭერა: support@qwy.ge
გაყიდვების განყოფილება: sale@qwy.ge
მარკეტინგის განყოფილება: marketing@qwy.ge
პროექტების გადმოგზავნა: projects@qwy.ge
ვაკანსიების გადმოგზავნა: hr@qwy.ge

მობილური: +995 579 76 55 11
Whatsapp/Viber: +995 579 76 55 11